Top

მცხეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ქეთევან თალაკვაძე (ადვოკატი)

ქეთევან თალაკვაძე 2007 წლიდან გახდა იურიდიული დახმარების სამსახურის პირველი საპილოტე პროექტის ,,იურიდიული კლინიკის“ სტაჟიორი. კლინიკის წარმატებით დასრულების შემდგომ 2008 წელს დაინიშნა ქვემო ქართლის იურიდიული დამხარების ბიუროს სტაჟიორ ადვოკატად. 2010 წლიდან კი გახდა ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი. 2014 წლიდან მოღვაწეობას აგრძელებს მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დამხარების ბიუროში ადვოკატის თანამდებობაზე.

ქეთევან თალაკვაძეს ჩაბარებული აქვს ადვოკატთა ასოაციაციის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და ასევე, მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

ქეთევან თალაკვაძეს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2016 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში. მას წარმოებაში ჰქონდა არაერთი საქმე, რომელიც ეხებოდათ არასრულწლოვნებს.

ქეთევან თალაკვაძის პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენით დასრულებული საქმეები.

ქეთევან თალაკვაძე დაოჯახებულია, ჰყვას მეუღლე და 1 შვილი.